Accentnews.ge
ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

03/12/2024 17:00:08 საზოგადოება

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპოლიციო ძალებმა ერთი პირი დააკავეს.

მოქალაქეების გაღიზიანება მთავრობის სახლთან "რობოკოპების" გამოყვანას მოჰყვა. ამ წუთებში დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

“პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და დაკავებისას არ ემორჩილებოდა”,- ამგვარია ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ვერსია.

თბილისის პარალელურად, ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა, პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამჟამად სამასს აჭარბებს 28 ნოემრიდან აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა.

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა დემონსტრანტების დევნის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.

"მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს",- აცხადებს სახალხო დამცველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S