Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა, თამარ გაბუნია მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავებს

ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა, თამარ გაბუნია მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავებს

03/12/2024 13:29:32 საზოგადოება, რეკლამა

ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ოთხი მოადგილე ეყოლება. მისი მოადგილეები არიან: თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმებისსაფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.

“სარჯველაძემ თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა”, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. ის ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S