Accentnews.ge
"მთლიანად გააჩერეს კონსტიტუციის მეორე თავი" - მთავარ სამმართველოსთან აქცია იმართება

"მთლიანად გააჩერეს კონსტიტუციის მეორე თავი" - მთავარ სამმართველოსთან აქცია იმართება

03/12/2024 12:39:19 საზოგადოება

დიღომში, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

როგორც აღინიშნა, გაგრძელდება პროტესტი ყველგან, მათ შორის იზოლატორებთან, რუსთაველზე და მან უნდა მოიცვას მთელი საქართველო.

ყოფილმა სახალხო დამცველი, ორგანიზაცია "ჩემი ხმის" დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ამჟამად ქვეყანაში ადამიანის უფლებების მარეგულირებელი ყველა კონსტიტუციური ნორმა შეჩერებულია.

"ჩვენ არა მხოლოდ კონსტიტუციის 78-ე მუხლი გაგვიუქმეს ევროინტეგრაციის შესახებ, არამედ გააჩერეს მეორე თავი - ადამიანის უფლებების თავი მთლიანად გაუქმებულია: გაუქმდა წამების აკრძალვის ნორმა, სამართლიანი არჩევნების, შეკრების თავისუფლების მუხლი, სამართლიანი სასამართლოს მუხლი - არაფერი აღარ მუშაობს, არც ერთი ნორმა. მთლიანად ანტიკონსტიტიუციურია ყველაფერი რაც ხდება. გვარბევენ არაიდენტიფიცირებადი ადამიანები ნიღმებში - არც ვიცით, ვინ არიან ისინი, რატომ ვეძახით მათ პოლიციელებს, არც ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება არ მომხდარა, ვინც საჯაროდ იძალადა. მოქალაქეების ნაწილი გამოვიდა საავადმყოფოებიდან და ისინი ყვებიან სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობაზე ამ შეიარაღებული სასტიკი ბანდის მხრიდან, რომლებიც არც ვიცით ვინ არიან",- თქვა ლომჯარიამ.

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S