Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო - „ქართულ ოცნებას":  ნუ აბრალებთ სხვებს

აშშ-ის საელჩო - „ქართულ ოცნებას":  ნუ აბრალებთ სხვებს

03/12/2024 12:09:46 საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მათ შედეგებს ეხება.

საელჩო ხაზს უსვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან:

„ნუ აბრალებთ სხვებს".

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S