Accentnews.ge
ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

03/12/2024 06:49:44 საზოგადოება

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

ამასთან, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირიდან წამოსულ ახალგაზრდებს თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ვარაზის ხევისა და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. მათ მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი. ჭავჭავაძის მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა 07:18 საათისთვის გამოჩნდა.

ამ დროს ჭავჭავაძის გამზირზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ რჩებოდა აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე, რომლებიც სპეცრაზმთან მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან ამ ადგილას დაახლოებით 05:30 საათისათვის მივიდნენ.

მომიტინგეებმა ტერიტორია სპეცრაზმელებისა და სამართალდამცავების გამოჩენისთანავე დატოვეს.

2 დეკემბრის საღამოსა და 3 დეკემბრის ღამით მოვლენები წინა დღეებისგან განსხვავებულად განვითარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. არიან დაკავებულები და დაშავებულები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S