Accentnews.ge
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს ახალი ერთობლივი ინიციატივით მიმართავენ

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს ახალი ერთობლივი ინიციატივით მიმართავენ

15/02/2020 17:46:21 საგარეო პოლიტიკა

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს ახალი ერთობლივი ინიციატივით მიმართავენ.

ოფიციალური თბილისის ცნობით, ამის შესახებ ხსენებული სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„დოკუმენტი ევროკავშირის მიერ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს გავრცელების პერიოდი (2021-2027) სამი ქვეყნის რეფორმების შეუქცევადობისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტ პედიოდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ სამ ასოცირებული ქვეყანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერის სათანადოდ უნდა აისახოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, სამი ასოცირებული ქვეყანისთვის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული რთული ვალდებულებების ეფექტინი შესრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, რომელთათვისაც ევროკავშირი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უპირობო მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

ერთობლივ განცხადებაში ასოცირებული ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება ასოცირების შეთანხმების შესაბამისად რეფორმების პროცესის განხორციელებისადმი.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკავშირის ე.წ. ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე ერთობლივი განცხადება. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტით მინისტრებმა ევროკავშირს წარუდგინეს წინადადებები მათი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S