Accentnews.ge
მიხეილ სარჯველაძე: „ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო“

მიხეილ სარჯველაძე: „ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო“

02/12/2024 10:58:23 საზოგადოება, რეკლამა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, "პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია".

„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში ჯანდაცვის მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით. მათ შორის, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა შეიძლება, შეწყდეს. ასეთი განცხადებების გავრცელების, ან შიშის არავითარი მიზეზი ობიექტურად არავის გააჩნია. ეს პროგრამა გრძელდება, გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო. გაუმჯობესება და განვითარება თუ ექნება თორემ, შემცირებით ან რაიმეს გამოკლებით არაფერი იგეგმება. აქედან გამომდინარე, მინდა, საზოგადოება იყოს მშვიდად და არ აჰყვეს ასეთი ტიპის ინფორმაციებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ემსახურება ერთადერთ მიზანს - ცრუ პანიკა გამოიწვიოს საზოგადოებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S