
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე მათი პროდიუსერი ბექა ბერაძე დააკავეს, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
01/12/2024 06:18:43 საზოგადოება
„რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი, ბექა ბერაძე პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს დააკავა, – იუწყება „რადიო თავისუფლება“.
მისი ცნობით, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
„ბექა ბერაძის ძმა, თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია“,-წერს „რადიო თავისუფლება“.