
პარლამენტის უკანა მხარეს დაძაბული ვითარებაა
30/11/2024 20:49:17 საზოგადოება
პარლამენტის უკანა მხარეს პერიოდულად იძაბება ვითარება. გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა, გამოჩნდნენ ე.წ. რობოკოპები.
უკვე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ ღონისძიებებს.
დემონსტრანტები რჩებიან ადგილზე, პერიოდულად იყენებენ პიროტექნიკას. ვითარება დაძაბული რჩება.
მესამე ღამეა, თბილისში მასშტაბური პროტესტი იმართება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. გასული ორი ღამის განმავლობაში ძალის გამოყენებით დაარბიეს დემონსტრანტები.