
საქართველოს ბანკი: ევროპისკენ მიმავალ გზაზე - არ გაჩერდე!
30/11/2024 19:26:11 საზოგადოება
საქართველოს ბანკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
"საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე - არ გაჩერდე!" - წერია განცხადებაში.
მანამდე, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით თიბისი ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც დემონსტრანტებს მხარი დაუჭირა და მათ წინააღმდეგ ძალადობა დაგმო.