30-11-2024 02:02:13 პოლიტიკა
ქართული წარმოშობის ცნობილი მწერალი, პუტინის რეჟიმის მიერ დევნილი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ამ წუთებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დღეს თბილისში რეალურად, ის წყდება, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა რუსულ კოლონიად.
"როგორი საგანგაშოა, რაც საქართველოში ხდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ ყველას ესმის ეს: ახლა საქართველოში წყდება არა ევროინტეგრაციის საკითხი, არამედ ის, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად, ლუკაშენკოს ბელარუს 2-ად" - წერს აკუნინი.