
მაია სანდუ: საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ქართველებს ვერავინ წაართმევს
29/11/2024 12:10:16 პოლიტიკა
საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ქართველებს ვერავინ წაართმევს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - წერს სანდუ.