Accentnews.ge
საია: ''ბოლომდე ვიდგებით ხალხის გვერდით, მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად"

საია: ''ბოლომდე ვიდგებით ხალხის გვერდით, მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად"

29/11/2024 10:57:22 საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ "არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას".

"საქართველოში მოქალაქეების 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნება – ეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანია!

არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას.

საია , როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად", – აცხადებენ საია–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S