Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი: საქართველოს საკითხს 16 დეკემბერს განიხილავენ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა

ევროკავშირის ელჩი: საქართველოს საკითხს 16 დეკემბერს განიხილავენ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა

29/11/2024 07:26:53 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირი საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, 16 დეკემბერს განიხილავს.

"ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა", - თქვა ელჩმა, როდესაც ჰკითხეს, განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხიც, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.

„საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ბოლო დროს. საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს. ვფიქრობ, მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ შეხვედრის შემდეგ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ეს არის ის, რასაც ბევრი თვეა ვამბობთ და ეს ვარიანტები ასევე მოიცავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო“, - თქვა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S