
სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს
28/11/2024 22:12:25 საზოგადოება
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს.
ისვრიან ცრემლსადენ გაზს.
ცოტა ხნით ადრე კი, აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ტერიტორია დატოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებდნენ.
აღნიშნულამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებული სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმა ჩაანაცვლა.