Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: "საქართველო აპროტესტებს: ბიუროკრატია იღვიძებს!"

სალომე ზურაბიშვილი: "საქართველო აპროტესტებს: ბიუროკრატია იღვიძებს!"

28/11/2024 21:25:53 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებას ეხმიანება.

"საქართველო აპროტესტებს: ბიუროკრატია იღვიძებს! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, და დღევანდელ ანტიევროპულ განცხადებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად აცხადებს", -დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. თავდაპირველად განცხადებას ხელს საგარეო უწყების 44 თანამშრომელი აწერდა, თუმცა ამჟამად [თბილისის დროით 01:30 სთ ] ხელმომწერთა რაოდენობა 72–მდე გაიზარდა.

ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S