28-11-2024 23:53:00 საზოგადოება ,ციტატა
"თქვენო უწმიდესობავ,მოგმართავთ,გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს" - წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა, თბილისსა და რეგიონებში სპონტანური პროტესტი დაიწყო.