28-11-2024 23:43:19 პოლიტიკა ,ციტატა
"ჩემს მეგობრებს და კოლეგებს სუს-დან, შსს-დან, თავდაცვიდან, დაზვერვიდან, უსაფრთხოების საბჭოდან, საპატრულოდან, გდდ-დან, სპეც. ოპერაციებიდან, ბევრი საჯარო სამსახურიდან - კარგო ხალხო, დგება მომენტი, როდესაც თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ვის, რას, და როგორ ემსახურებით!!! ერთგულები ხართ ამ სახელმწიფოსი და კონსტიტუციის თუ ერთგულობთ ამ კორუმპურებულ ყველაფრის მკადრებელ ნაძირლებს?! ზუსტად ვიცი რომ გულის სიღრმეში ყველა ბობოქრობთ, რადგან შინაგანად თქვენში ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტული სული არასოდეს ჩამქრალა. გააღვივეთ ის, აჩვენეთ ნამდვილი გამბედაობა და ამ ქვეყნის სიყვარული როგორ გამოიყურება! ძალა მხოლოდ ერთობაშია!",- წერს უსაფრთხოების სექტორში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე, ამჟამად "საქართველოსთვის წევრი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.