Accentnews.ge
ნიკა გვარამია: "მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი - უნდა იყოს ახალი არჩევნები, უნდა ვიდგეთ ყველანი ერთად და ასეც იქნება"

ნიკა გვარამია: "მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი - უნდა იყოს ახალი არჩევნები, უნდა ვიდგეთ ყველანი ერთად და ასეც იქნება"

28/11/2024 18:31:16 პოლიტიკა

"მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი - ამ ქვეყანაში უნდა იყოს ახალი არჩევნები!", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტსა და პროდასავლურ პარტიებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მე ვერ შევამჩნიე ლიდერებს შორის რაიმე უთანხმოება. მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი - ამ ქვეყანაში უნდა იყოს ახალი არჩევნები. წერილი. ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი, ამ ქვეყანას აქვს თავისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის გზა ევროპისკენ. ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა ირაკლი კობახიძეს საუბარი, როდესაც კატასტროფულად ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება უკვე გამოქვეყნებული. პრეზიდენტი მოწვევა ოპოზიციური პარტიების იყო აბსოლუტურად სწორი, დროული და გარკვეულწილად, საუბარი ერთიანობაზეც იყო სწორი და დროული. ჩვენ გვაქვს ერთადერთ რამ დასაცავი სამშობლო. მეტი ამ წუთში არ წყდება არაფერი. წყდება ერთი რამ - სამშობლოს ბედი. ამ ბედს ჩვენ ყველანი ერთად გადავწყვეტთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარალელურად, თბლისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S