Accentnews.ge
პაპუნა ჯანელიძე - ელჩებს: "დროა, გადაწყვეტილება მიიღოთ!"

პაპუნა ჯანელიძე - ელჩებს: "დროა, გადაწყვეტილება მიიღოთ!"

28/11/2024 18:02:55 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი პაპუნა ჯანელიძე თავის ყოფილ კოლეგებს - ქართველ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, "ოცნების" რეჟიმის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის შეწყვეტასთან დაკავშირებით "მიიღონ გადაწყვეტილება".

"არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა, მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ, საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ.დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ" - წერს სოცქსელში ჯანელიძე.

ცნობისთვის: სადავო ლეგიტიმურობის მქონე "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნის განაცხადი 2028 წლამდე აღარ წარადგინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S