Accentnews.ge
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

28/11/2024 16:58:30 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

თბილისის გარდა, აქციები იმართება რეგიონებში, მათ შორის ქუთაისში ამ წუთებში დემონსტრანტებს აკავებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S