Accentnews.ge
პუტინი - საქართველოზე: "არ ვერევით, არ ვეხებით"

პუტინი - საქართველოზე: "არ ვერევით, არ ვეხებით"

28/11/2024 14:00:02 პოლიტიკა

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში "არ ჩარეულა, არ ერევა და არც კი ეხება".

ეს განცხადება მან დღეს "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" სესიაზე გააკეთა და კვლავ გაიმეორა ყალბი ნარატივი, თითქოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში არა რუსეთი, არამედ დასავლეთი ერეოდეს.

ამასთან, სხვა რუსი ჩინოსნებისა და პროპაგანდისტების მსგავსად, მან "ქართული ოცნების" ხელისუფლება "სიმამაცისთვის" შეაქო:

"მაოცებს საქართველოს ხელისუფლების გამბედაობა და სიმამაცე, რომლითაც იგი ამასწინანდელ კანონპროექტებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას იცავდა" - განაცხადა პუტინმა, რომელსაც ე.წ. აგენტების შესახებ და ლგბტ-საწინააღმდეგო რუსული კანონების "ოცნებისეული" ანალოგები ჰქონდა მხედველობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S