Accentnews.ge
სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

28/11/2024 13:23:21 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი სასამართლოში დღეს განიხილებოდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს აზერბაიჯანის მოთხოვნით. 4 აგვისტოს მას პატიმრობა შეეფარდა. სადიგოვმა 21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში, შიმშილობა დაიწყო.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გამოძალვის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

თავად სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.

SJC: “სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვაზე უარი უკანონო და თვითნებურია”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S