Accentnews.ge
პუტინმა კიევში სამთავრობო უწყებების შენობების დაბომბვა დააანონსა

პუტინმა კიევში სამთავრობო უწყებების შენობების დაბომბვა დააანონსა

28/11/2024 12:09:35 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც უკვე 24 წელია, ქვეყანას მართავს, "სრულიად არალეგიტიმური" უწოდა დემოკრატიული არჩევნების გზით მოსულ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას და განაცხადა, რომ "იურიდიული თვალსაზრისით, მათ არ აქვთ სამხედროებისთვის ბრძანების გაცემის უფლებაც კი". ამასთან, კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის (ОДКБ) სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა კიევში სამთავრობო უწყებების შენობების დაბომბვა დააანონსა.

მისივე მტკიცებით, რუსეთს "მზად აქვს "ორეშნიკის" ანალოგიური რამდენიმე სისტემა და მასირებული გამოყენების შემთხვევაში სიმძლავრე ბირთვული აფეთქების ტოლფასი იქნება".

"ამ მომენტისთვის, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არჩევენ სამიზნეებს. ეს შესაძლოა, იყოს სამხედრო ობიექტები, სამხედრო წარმოების ობიექტები ან გადაწყვეტილების მიღების ცენტრები კიევში, მით უფრო, რომ კიევის რეჟიმი არაერთხელ ეცადა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების დაზიანებას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში და ეს მცდელობები გრძელდება" - განაცხადა პუტინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S