Accentnews.ge
„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

28/11/2024 09:34:43 პოლიტიკა

„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

კერძოდ, პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები, მანდატების დათმობის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წარადგინეს.

"ფორმალურია პროცედურა, რომ განცხადება აქ ჩავაბაროთ, მაგრამ არაფერი პატივისცემა და პარლამენტად აღიარება არ იქნება. ხალხმა ჩვენ აგვირჩია, დიდი მადლობა. მოგვცა ნდობა, მაგრამ მოგვცა იმისთვის, რომ გავიტანოთ რეფორმები, კანონები მივიღოთ, ევროკავშირში შევიყვანოთ, მოსამართლეების ეს კლანი უნდა გავუშვათ და ხელფასები ავწიოთ. ამ გარემოში ამის გაკეთების შესაძლებლობა არ გვექნება", - ამბობს ერთ–ერთი ლიდერი ანა დოლიძე.

ცნობისთვის: ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. „კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ვე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა. ამასთან, როგორც ცნობილია სადეპუტატო მანდატის გაუქმების შესახებ პარლამენტს უკვე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S