Accentnews.ge
გერმანიის დაზვერვა: რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადება

გერმანიის დაზვერვა: რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადება

28/11/2024 06:40:21 მსოფლიო

გერმანიის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა 27 ნოემბერს, საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას. წერს DW.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე რუსეთი შეეცდება განხეთქილების შეტანას ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შერყევას. კერძოდ, რუსეთი განიხილავს ვარიანტს, როცა ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნისთვის შექმნის ისეთ „საგანგებო სიტუაციას“, რომელზეც ალიანსის დანარჩენ წევრებს სათანადო რეაქცია არ ექნებათ.

მან ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა შესაძლო ხანმოკლე თავდასხმა ნორვეგიის არქიპელაგ შპიცბერგენზე, სადაც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვს რუსეთსაც. ან რუსულენოვანი უმცირესობის დაცვის საბაბით რუსეთის შესაძლო კონფლიქტი ბალტიის ქვეყნებთან.

ბრუნო კალის განცხადებით, თუ მსგავს შემთხვევებში არ ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როგორც თავდაცვით გაერთიანებას, კრახი ემუქრება და სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი.

გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთს 2030 წლისთვის ექნება საკმარისი რესურსები დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S