
"ძლიერი საქართველოს" წევრები პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად ხვალ მიმართავენ
27/11/2024 19:14:02 პოლიტიკა
"ძლიერი საქართველო" პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით 28 ნოემბერს ოფიციალურად მიმართავს.
"ძლიერი საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 13:00 საათზე, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ.
პარლამენტს შესაბამისი განცხადებებით უკვე მიმართეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა.