Accentnews.ge
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინაში აშშ-ის სპეცწარმომადგენლად კით კელოგი წარადგინა

ტრამპმა რუსეთსა და უკრაინაში აშშ-ის სპეცწარმომადგენლად კით კელოგი წარადგინა

27/11/2024 19:11:07 მსოფლიო

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი კით კელოგი რუსეთსა და უკრაინაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა. ის ტრამპის წინა ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ტრამპმა ოფიციალურ განცხადებაში ხაზი გაუსვა მის სამხედრო და ბიზნეს კარიერას.

"ერთად, ჩვენ დავიცავთ მშვიდობას ძლიერების მეშვეობით და კვლავ დავუბრუნებთ ამერიკასა და მსოფლიოს უსაფრთხოებას!" - წერია ტრამპის განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით, კელოგის გეგმა, რომლითაც იგი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას შეეცდება, აქტიური ფრონტის ხაზების გაყინვას და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან კიევისა და მოსკოვის დასმას მოიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S