Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება, მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია

მამუკა მდინარაძე: სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება, მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია

27/11/2024 11:04:03 პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება".

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია".

“პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის. სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს - სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა. პარლამენტის წევრს შეიძლება, დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. აგერ, ორ-ორო დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 27 ნოემბერს დაასახელა.

მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S