
დეკანოიძე: ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს"
27/11/2024 07:59:52 პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ეხმიანება.
ის ყაველაშვილს „უზრდელს“, „გაუნათლებელს“ და აშშ/ევროკავშირის „განსაკუთრებულ მაგინებელს“ უწოდებს.
„ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.
ახლა მანდატები კარგად შეინახეთ - „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს“, „ტრამპი რას იტყვის“?,- წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული, შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.