Accentnews.ge
ყაველაშვილი: ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი

ყაველაშვილი: ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი

27/11/2024 07:20:47 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა ახალ ამპლუაში მისი მიმართვა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო.

„მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად. დიდი მადლობა, რომ მას ენ ნდობა მომანიჭა“,- თქვა ყაველაშვილმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს და მიმართვა განაგრძო მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკით.

„გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, განსაკუთრებთ იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტრიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. აქედან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია-პოლარიზაცია გაღვივებული, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაღვივდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია“,- თქვა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, „ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი“: „საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ სიყვარულია გამაერთიანებელი“.

„მინდა, დაგპირდეთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის საზოგადოების გაერთიანებისთვის“,- თქვა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებას გააერთიანებს „ეროვნული ინტერესების, იდენტობის, ღირებულებების საქართველოს დამოუკიდებელობის ირგვლივ“.

ცნობისთვის: პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.

ყაველაშვილი, რომელიც გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით, შეთქმულების თეორიების გავრცელებით, პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაში ცარიელია ველი განათლების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S