Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS-ებით განხორციელებული ორი ახალი დარტყმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS-ებით განხორციელებული ორი ახალი დარტყმის შესახებ იუწყება

26/11/2024 17:12:57 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელებული ორი ახალი დარტყმის შესახებ იუწყება.

კერძოდ, თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე სამიზნეებზე დასავლური იარაღით ორი დარტყმა განახორციელეს.

"დაარტყეს სამხედრო ობიექტებს. 23 ნოემბერს კურსკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ლოტარევკის რაიონშიგანთავსებულ S-400 საზენიტო-სარაკეტო დივიზიის პოზიციებს ხუთი ATACMS ესროლეს. სამი ATACMS განადგურდა და ორმა მიზანს მიაღწია. დარტყმის შედეგად დაზიანდა რადარი. პირად შემადგენლობაში არიან დაშავებულები.

მეორე დარტყმა 25 ნოემბერს განხორციელდა. კურსკ-ვოსტოჩნის აეროდრომზე რვა ATACMS ისროლეს, შვიდი რაკეტა ჩამოვაგდეთ და ერთმა მიზანს მიაღწია, რის შედეგადაც ორი სამხედრო მსუბუქად დაშავდა", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს რაკეტების ნამსხვრევების ფოტოებს, რომლებიც, როგორც აცხადებენ, რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებიდანაა.

უწყება აღნიშნავს, რომ „აკონტროლებს ვითარებას“ და რომ ახლა „საპასუხო მოქმედებები“ მზადდება.

ეს რუსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადებაა მსგავსი დარტყმების შესახებ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელევიზიით ისაუბრა ადრე განხორციელებულ ორ იერიშზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S