მოსკოვში აფხაზური "სბერბანკის“ ყოფილი დირექტორი დააკავეს

14-02-2020 14:51:23 კონფლიქტები ,სამართალი

მოსკოვში აფხაზური სბერბანკის“ ყოფილი დირექტორი თემურ ბგანბა დააკავეს.

აფხაზეთში ბგანბა ძებნაში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იყო გამოცხადებული. მის წინააღმდეგ სს საქმე ჯერ კიდევ ორი წლის წინ აღიძრა.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს დე ფაქტო პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია "სბერბანკში" ჩატარებული შემოწმების შესახებ, რომელმაც დიდი ოდენობით თანხების დატაცება გამოავლინა.

თავის მხრივ, დე ფაქტო ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ „2000–იანი წლებიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა ოპერაციები ჯამური თანხით 700 მლნ რუბლი, რომელიც თაღლითობისა და არაკეთილსინდისიერი მოქმედების ნიშნებს შეიცავდა“.

„ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში ბგანბა სისტემატიურად ახორციელებდა სარისკო ოპერაციებს, არაეფექტურ საკრედიტო პოლიტიკას, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“,– ნათქვამი იყო დე ფაქტო ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები