Accentnews.ge
გახარია – ოპოზიციურ პარტიებს: "არ მიიღოთ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში"

გახარია – ოპოზიციურ პარტიებს: "არ მიიღოთ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში"

26/11/2024 13:40:38 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, "მათმა წარმომადგენლებმა არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში".

"ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ფაქტობრივად, ამ გზით შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას. ამისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, "ოცნების" და "ნაცების" მერე საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას.

მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საკრებულოებში მათ წევრებს, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით კრიზისის პირველ ფაზაში. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევძლოთ, ქვეყანა არ გადავიდეს კრიზისის კიდევ უფრო მძიმე ფაზებში, რაც უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფოს დასაქართველოს მოქალაქეებს. არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად არც ამ პარლამენტს, არც მისმიერ არჩეულ პრეზიდენტსა და არც მთავრობას არ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია და აღიარება. დღეს ეს არის ერთადერთი და ყველაზე სწრაფი გზა, ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობაში", – განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S