Accentnews.ge
„ძლიერი საქართველო": დღეს მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნასთან დაკავშირებით

„ძლიერი საქართველო": დღეს მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნასთან დაკავშირებით

26/11/2024 09:30:39 პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნასთან დაკავშირებით დღეს მიმართავენ.

გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

„პროცედურულად ველოდებოდით იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა იმის მიუხედავად, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. ამიტომ, დღეს მივმართავთ ცესკო-ს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: 25 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მან უკვე გაგზავნა განცხადება პარლამენტში და მოითხოვა შეწყდეს მისი მანდატი.

მოგვიანებით, იმავე დღეს „კოალიციამ ცვლილებისთვის“ განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისია პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ აღნიშნა, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე პარტიულ სიას ჩახსნის, შემდეგ მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S