Accentnews.ge
პაპუაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება

პაპუაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება

26/11/2024 08:32:57 პოლიტიკა

საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის არჩევის თარიღი და შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომელიც სესიაზე უნდა გავიდეს, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა.

პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.

„დღეს სასესიო სხდომაზე ძირითადი განსახილველი საკითხი გვექნება პრეზიდენტის არჩევნების თარიღის ჩანიშვნა. როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წელს. გახსოვთ, რომ, გარდამავალი დებულებების შესაბამისად, იმ დროს პრეზიდენტი აირჩა ექვსი წლის ვადით, რათა ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია 2024 წელს შემდეგი პრეზიდენტი. მოქმედ პრეზიდენტს ექვსი წლის უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს ემთხვევა ან არის წინა თვეს, ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პრეზიდენტის ხუთი წლის ვადით არჩევა, მნიშვნელოვანია, წელსვე ჩატარდეს როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია. სხვა შემთხვევაში, კვლავ არ შესრულდებოდა კონსტიტუციის დანაწესი 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით და, ფაქტობრივად, ექვსი წლით არჩეული პრეზიდენტი გვეყოლებოდა. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს. შესაბამისად, ამას შევიტანთ დღის წესრიგში და გავა პლენარულ სხდომაზე. უკვე სესიის სხდომის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს. შესაბამისად, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ინაუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 2024 წლის 29 დეკემბერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით - არჩვნებზე ხმის მიცებით. მათ ნაცვლად მომავალი პრეზიდენტი არჩევა შეეძლებათ 300 ხმოსანს, რომელიც პარლამენტის წევრებისგან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისგან და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოების დეპუტატებისგან იქნება დაკომპლექტებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S