Accentnews.ge
რომან გოცირიძე: "ეროვნული ბანკი სტატისტიკურ მანიპულაციებს მიმართავს"

რომან გოცირიძე: "ეროვნული ბანკი სტატისტიკურ მანიპულაციებს მიმართავს"

26/11/2024 08:15:58 ეკონომიკა

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ეროვნული ბანკი სტატისტიკურ მანიპულაციებს მიმართავს". ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"გუშინ გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ინტერვენციების ოქტომბრის თვის ოფიციალური მონაცემები. ეროვნულმა ბანკმა ერთ თვეში 591 მილიონი დოლარი გაყიდა. ნოემბრის შედეგებს მხოლოდ 25 დეკემბერს აქვეყნებს ეროვნული ბანკი. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის მძიმე შედეგი რომ გადაეფარა, ეროვნულმა ბანკმა მედიაში წინმსწრებად ასევე გაავრცელა განცხადება, რომ ნოემბრის თვეში უცხოური ვალუტა კი არ გაყიდეს, არამედ იყიდეს, ანუ რეზერვები გაზარდეს. წესით, 25 დეკემბრამდე ეს არავის უნდა სცოდნოდა. ესაა მოსახლეობის მანიპულაცია. როცა აწყობთ, ავრცელებენ ინფორმაციას, როცა არ აწყობთ, მალავენ. ეროვნულმა ბანკმა, ისევე როგორც ეს სავალუტო აუქციონის შემთხვევაში ხდება, უნდა გაავრცელოს ინფორმაცია უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ მეორე, ე. წ. ბიმატაჩ პლატფირმით ვაჭრობის დროსაც. ინფორმაციის მხოლოდ ვიწრო წრისათვის ხელმისაწვდომობა ( ბანკები, მსხვილი ბიზნესი, ჩინოვნიკები) წარმოშობს კორუფციის რისკებს და არათანაბარ პირობრბში ამყოფებს მომხმარებლებს", - წერს რომან გოცირიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S