Accentnews.ge
Le Monde: ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

Le Monde: ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

26/11/2024 05:20:53 მსოფლიო

ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, – იუწყება Le Monde.

გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, განახლდა დისკუსია უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლების გაგზავნის შესაძლებლობაზე.

როგორც გამოცემა წერს, ეს საკითხი ხელახლა გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა.

როგორც Le Monde წერს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია შარშან თებერვალში ემანუელ მაკრონმა გახსნა, მაგრამ ამ ინიციატივას ევროპული ქვეყნების მხრიდან ხისტი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა როგორც გამოცემის ჟურნალისტებს წყაროებმა უთხრეს, ეს თემა საბოლოოდ არ დახურულა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში ვიზიტისას დისკუსია ახალი ინტენსივობით განახლდა. კერძოდ Le Monde-ს ცნობით, ლონდონი და პარიზი განიხილავენ ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S