
წითელ ზღვაში ტურისტული გემი ჩაიძირა, 17 ადამიანს ეძებენ
25/11/2024 17:55:57 მსოფლიო
ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, წითელ ზღვაში ტურისტული დანიშნულების გემი ჩაიძირა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
28 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
ტურისტულმა გემმა პორტი კვირას დატოვა. 5-დღიან ყვინთვის ტურში მონაწილეობის მიზნით გემზე 31 ტურისტი იყო და ეკიპაჟის 14 წევრი.
საზღვაო კატასტროფის შესახებ სამაშველო სამსახურში ცნობა ადგილობრივი დროით 05:30 საათზე შევიდა.
დაკარგული ტურისტების ძებნაში მაშველებთან ერთად, ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი და სამხედრო ავიაციის ძალები მონაწილეობენ.