
ვაშაძე: მე პირადად უკვე გავაგზავნე განცხადება და მოვითხოვე, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჩემი მანდატი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგებიც იგივეს გააკეთებენ
25/11/2024 12:18:27 პოლიტიკა
"მინდა გაგაცნოთ, გაგაცნოთ ჩემი განცხადება. მე ოპოზიციონერ კოლეგებთან არ მქონია კონსულტაციები, რადგან მთელი დღე აქ ვარ თქვენთან ერთად. მე პირადად უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და მოვითხოვე, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჩემი მანდატი, მიიღონ გადაწყვეტილება, გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. მე არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე იმისათვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგებიც იგივეს გააკეთებენ, უბრალოდ მე ახლა აქ ვარ და აქედან მოგმართავთ პირდაპირ თქვენ. განცხადება გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით, რეგისტირებულია პარლამენტში და დაუყოვნებლიოვ, ხვალვე მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი", – ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.