Accentnews.ge
ვახუშტი მენაბდე: უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს „ოცნება“ აპირებს, უკანონოა!

ვახუშტი მენაბდე: უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს „ოცნება“ აპირებს, უკანონოა!

25/11/2024 07:37:52 პოლიტიკა

უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს „ოცნება“ აპირებს, უკანონოა! - ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს.

მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, უკანონო იქნება.

„საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს. 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია.

ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო - არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S