Accentnews.ge
რესპუბლიკის მოედნიდან დემონსტრანტების მსვლელობა პოლიციამ შეაფერხა

რესპუბლიკის მოედნიდან დემონსტრანტების მსვლელობა პოლიციამ შეაფერხა

24/11/2024 18:18:25 საზოგადოება

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ დაიძრნენ, მათ შორის არიან პოლიტიკოსები. თუმცა ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მოედანზე ავტოკოლონები გამოჩდნენ - ვინაიდან პოლიციელები ავტოკოლონებს თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ არგუმენტით, რომ "გზა გადაკეტილია უსაფრთხოებიდან გამომდინარე".

"რუსთაველის გამზირი სრულად დაკეტილია, ავტომობილებით მოძრაობა სრულად შეზღუდულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ. მსვლელობა შეუძლიათ მოაწყონ ფეხით",- თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

პოლიტიკოსები მათ უხსნიან, რომ აქციის ნაწილია კოლონის მსვლელობა, თუმცა ჯერ-ჯერობოთ უშედეგოდ.

"რა აზრი აქვს გზის ჩახერგვას, პარლამენტში შეიჭრება მანქანა? მანქანა სატრანსპორტო შესაძლებლობაა. 30-40 მანქანაა, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. დეკლარირებულია, რომ ღამეს ვათენებთ. ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია. ჩაიხედეთ და ნახეთ, რაც არის. მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თენებისთვის, ამიტომ გაუგებარია გადაწყვეტილება. რატომ გვაიძულებთ, რომ ვიჭიდაოთ? შემოსატანია რაღაცები და გავლენ ისევ", - განაცხადა ნიკა მელიამ, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.

მელიამ თქვა, რომ სხვა გზებით შეეცდებიან საჭირო საშუალებების ადგილზე მიტანას.

ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება.

დემონსტრანტები 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ და მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ, 25 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

შეკრებილები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტთან გაათენონ.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S