Accentnews.ge
პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

24/11/2024 16:32:06 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან,- იტყობინებიან რუსული სააგენტოები.

კრემლის ცნობით, ეს იყო ყაზანში 23 ოქტომბერს გამართული საუბრის გაგრძელება, "რომელზეც საგნობრივად განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები", ყურადღება გამახვილდა "სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებაზე".

მხარეებმა ასევე განიხილეს "არაერთი საერთაშორისო თემა", თუმცა კრემლი არ აკონკრეტებს.

თურქული სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, პუტინსა და ერდოღანს შორის საუბარს წინ უძღოდა 23 ნოემბრის დიალოგი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის, რომლის დროსაც თანამოსაუბრეებმა ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს.

მანამდე Bloomberg წერდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა მოამზადა უკრაინაში ომის გაყინვის გეგმა, რომლის წარდგენასაც 18 ნოემბერს გეგმავდა რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზებს ნატოში გაწევრიანების გადადებას მინიმუმ 10 წლით „პუტინისთვის დათმობის სახით“. ასევე შეთავაზებულ იქნება დემილიტარიზებული ზონის შექმნა დონბასის აღმოსავლეთით და იქ საერთაშორისო ჯარების განთავსება „დამატებითი გარანტიის სახით“. ამასთან, კიევი სამხედრო დახმარებას მიიღებს ნატოში გაწევრიანებაზე უარის სანაცვლოდ.

Reuters: მარკ რუტე და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრებენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S