Accentnews.ge
თსუ-სთან შეკრებილები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

თსუ-სთან შეკრებილები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

24/11/2024 15:45:17 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი მოქალაქეები, მათ შორის, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ხელოვანები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.

ისინი რესპუბლიკის მოედანზე 21:00 საათისთვის დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

როგორც დაანონსდა, რესპუბლიკის მოედნიდან აქცია საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებს, სადაც დემონსტრანტები ღამეს გაათენებენ.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S