
მოსკოვი "ოცნებას" კვლავ თავგამოდებით იცავს და დასავლეთს "ჩარევაში" ადანაშაულებს
21/11/2024 09:44:35 პოლიტიკა
მოსკოვი საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ "ქართულ ოცნებას" კვლავ თავგამოდებით იცავს, ამ ფონზე მის მიერ ოკუპირებული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას კვლავ უარყოფს და ჩარევაში "ოცნების" ანტიდემოკრატიული ნაბიჯების კრიტიკოს დასავლეთს ადანაშაულებს.
მორიგი განცხადება ამ ჭრილში დღეს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა, რომელმაც ტრადიციული კრემლისტური ცრუ ნარატივები მოიშველია.
"დასავლეთის მხრიდან კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა სტაბილურობასა და ტრადიციულ ფასეულობებს მისცა ხმა, თუმცა დსავლეთი ამას ამ დრომდე ვერ ეგუება. კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთისადმი ბრალდებებს ჩარევაში - ამას ჩვენ კი არა, სწორედ დასავლეთი აკეთებს. ხოლო მათ, ვინც მსგავს ბრალდებებს მოსკოვს უყენებს, მინდა, შევახსენო, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთერთობები არ აქვს, ამ კაბვკასიურ სახლმწიფოსთან ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კონტაქტებს ვავითარებთ, მის ხალხთან კი გვაკავშირებს საერთო ისტორია, კულტურა, ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტები" - განაცხადა ზახაროვამ.