
„ივანიშვილისადმი გზავნილი უცვლელია: ის პასუხისმგებელია ვითარებაზე და აზიანებს ევროპულ გზას”
13/02/2020 16:52:12 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენე ფიქრობს, რომ საქართველოზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და ის აზიანებს ქვეყნის ევროპულ გზას.
„სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ რეზოლუციის [„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული] სამუშაო ვერსია, ძალიან სუსტი იყო, არ გამოხატავდა საქართველოში არსებულ ვითარებას. მასში შესწორებები ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა შევიტანეთ. ჩვენ უფრო დაბალანსებული ტექსტი გვსურდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ქართული დელეგაციის უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა ყველა შესწორება და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამდენი ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსიის მიუხედავად, ვერაფრით გავაგებინეთ, რა ვითარებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისადმი ჩემი გზავნილი უცვლელია, რომ ის არის პასუხისმგებელი ვითარებაზე და, სამწუხაროდ, ის აზიანებს ევროპულ გზას”,– განაცხადა ქართულ მედიასთან საუბრისას ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.