
სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს და მარტა კოსს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს
21/11/2024 07:47:14 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
„გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შთამაგონებელია კიდევ ერთი ლიდერი ქალი, საქართველოს ძვირფასი მეგობარი და ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერი, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მარტა კოსს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.
„ვულოცავ მარტა კოსს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის პოსტზე დანიშვნას. გადამწყვეტი როლი ევროკავშირის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული ხმის დასაცავად. წარმატებებს ვუსურვებთ მას ინტეგრაციის კუთხით წინსვლაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მალე გაერთიანდებიან ევროკავშირის ოჯახის ქვეშ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
გარდა ამისა, მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს გადაუხადა:
"გმადლობთ, თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ".