Accentnews.ge
ცესკო-ს თავმჯდომარისთვის შავი საღებავის შესხმისთვის სასამართლომ კირთაძე  500 ლარით დააჯარიმა

ცესკო-ს თავმჯდომარისთვის შავი საღებავის შესხმისთვის სასამართლომ კირთაძე  500 ლარით დააჯარიმა

20/11/2024 13:19:41 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმისთვის ცესკოს ოპოზიციონერი წევრი დავით კირთაძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, სარჩელი სასამართლომ დაჩქარებულ ვადებში განიხილა.

"სასამართლო სხდომაზე სასამართლოს კონკრეტულად ვერ მოახსენეს, თუ რაში გამოიხატა დავით კირთაძის მხრიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევა, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოვლინდა ის, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი ქმედების სამართალია და კონკრეტული ქმედება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული სასამართლოს წინაშე. სასამართლოს უწყებრივად განსახილველი საკითხი არ იყო, ვინაიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს გარეშე, ცესკო თავად იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმის სასამართლოში წარმოდგენა ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ სასამართლსოდ დაედასტურებინა კირთაძის ქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა, ვინაიდან სამომავლოდ ცესკომ დაიწყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სარჩელის სასამართლოზე წარმოება," - უთხრა ადვოკატმა "ტვ პირველს".

შეგახსენებთ, რომ ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე, 16 ნოემბერს დავით კირთაძემ კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, რის გამოც სხდომა გარკვეული დროით შეჩერდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ძიება დაიწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S