
მედია: კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან წარუმატებელი მოლაპარაკებების გამო დიპლომატები სიკვდილით დასაჯა
31/05/2019 06:13:41 სხვა, მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს სპეცწარმომადგენელი, რომელიც აშშ-ის საკითხებზე ჰყავდა დანიშნული კიმ ჩენ ინს, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, – იუწყება The New York Times სამხრეთ კორეულ გამოცემაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს სპეცწარმომადგენელის გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 თანამშრომელი დასაჯა სიკვდილით.
ცნობისთვის: 27 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ერთმანეთს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.