
ზელენსკი: ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას
20/11/2024 08:14:41 პოლიტიკა
"ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს ორივე ერისთვის"- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გზავნილს.
სალომე ზურაბიშვილმა 19 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მე-1000 დღეს უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა ვიდეომიმართვით გამოუცხადა.
საპასუხოს მადლობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტს სოციალური ქსელით გადაუხადა.